8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

KECA7D7J 15 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

ბოქსეტ ჯორჯია

ბოქსეტ ჯორჯია

QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერი

Uzaktan Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

"Boxette Group" აცხადებს ვაკანსიას QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ოფისები აქვს საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. თუ ხარ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული და გინდა კარიერა IT სფეროში — ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ოფისიდან თბილისის ცენტრში. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პროგრამული ფუნქციონალის ტესტირება მისი გაშვებამდე;
  • ხარვეზების (bug) გამოვლენა, დოკუმენტირება და დეველოპერებისთვის გადაცემა;
  • გამოსწორებული ხარვეზების ხელახალი შემოწმება (retest);
  • კომუნიკაცია ჩვენს ოფისებთან უკრაინაში, თბილისსა და უზბეკეთში პოტენციური პროგრამული ხარვეზების გამოსავლენად და შესამოწმებლად;
  • ტესტირების შედეგების აღრიცხვა და პროდუქტის გუნდისთვის უკუკავშირის მიწოდება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა — სავალდებულო;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემის გარკვევით, ლაკონურად და თანმიმდევრულად აღწერის უნარი (როგორც წერილობით, ისე ზეპირად);
  • კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა და ახალი ხელსაწყოების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ენების ცოდნა: ქართული და რუსული — თავისუფლად (უცხოეთის ოფისებთან კომუნიკაციისთვის); ინგლისურის ცოდნა — სასურველია;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება (არ არის სავალდებულო):

  • IT სფეროში ან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში მუშაობის გამოცდილება;
  • Jira-სა და მსგავს task-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან სწავლის სურვილი;
  • ვებ და მობილური აპლიკაციების მუშაობის ზოგადი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ, სრულ განაკვეთზე დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
  • პროფესიულ განვითარებასა და IT სფეროში ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
  • მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს.

როგორ გამოგვეხმაუროთ: გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე სათაურით "პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მენეჯერი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბოქსეტ ჯორჯია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek