QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერი
"Boxette Group" აცხადებს ვაკანსიას QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ოფისები აქვს საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. თუ ხარ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული და გინდა კარიერა IT სფეროში — ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ოფისიდან თბილისის ცენტრში. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი პროგრამული ფუნქციონალის ტესტირება მისი გაშვებამდე;
- ხარვეზების (bug) გამოვლენა, დოკუმენტირება და დეველოპერებისთვის გადაცემა;
- გამოსწორებული ხარვეზების ხელახალი შემოწმება (retest);
- კომუნიკაცია ჩვენს ოფისებთან უკრაინაში, თბილისსა და უზბეკეთში პოტენციური პროგრამული ხარვეზების გამოსავლენად და შესამოწმებლად;
- ტესტირების შედეგების აღრიცხვა და პროდუქტის გუნდისთვის უკუკავშირის მიწოდება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა — სავალდებულო;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პრობლემის გარკვევით, ლაკონურად და თანმიმდევრულად აღწერის უნარი (როგორც წერილობით, ისე ზეპირად);
- კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა და ახალი ხელსაწყოების სწრაფად ათვისების უნარი;
- ენების ცოდნა: ქართული და რუსული — თავისუფლად (უცხოეთის ოფისებთან კომუნიკაციისთვის); ინგლისურის ცოდნა — სასურველია;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- გუნდში მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება (არ არის სავალდებულო):
- IT სფეროში ან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში მუშაობის გამოცდილება;
- Jira-სა და მსგავს task-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან სწავლის სურვილი;
- ვებ და მობილური აპლიკაციების მუშაობის ზოგადი ცოდნა;
- უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ, სრულ განაკვეთზე დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
- პროფესიულ განვითარებასა და IT სფეროში ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
- მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს.
როგორ გამოგვეხმაუროთ: გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე სათაურით "პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.