ასიკუდას დეკლარანტი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია " " ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რომელიც ახორციელებს საბაჟო მომსახურებას, საერთაშორისო ლოჯისტიკას და საფოსტო მომსახურებას, როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების მიმართულებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ასიკუდას დეკლარანტის პოზიციაზე.
მენეჯერის ასისტირება ფუნქცია-მოვალეობებში:
- მიღებულ შეკვეთების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
- მიღებული შეკვეთის კონტროლი და მუდმივი სტატუს-რეპორტინგი;
- ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება;
- საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა;
- დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
- შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება);
- საბაჟო სიახლეების გაცნობა;
- დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები);
- ASYCUDA დეკლარაციების ბეჭდვა
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- ASYCUDA სისტემის ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
- სასურველია რუსული ენის B2 დონეზე ფლობა
ადგილმდებარეობა: ორხევი, თბილისი სამუშაო გრაფიკი: ოფისში, სრული ანაზღაურება ხელზე: ფიქსირებული 2000-2500 ლარი
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად: ** ონლაინ გასაუბრება; ** გასაუბრება სათავო ოფისში.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.