8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

KSSK7SHG 17 Eyl tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

ნავთობკომპანია ქონექთი

ნავთობკომპანია ქონექთი

Tiflis Tam zamanlı Hukuk
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დღეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს ნავთობპროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.

2025 წლიდან "ქონექთი" საქმიანობას საკუთარი ნავთობტერმინალით ახორციელებს, რაც კომპანიას იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას აძლევს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

არსებითი სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა # 8 ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • სამართლებრივი დოკუმენტების, აქტებისა და ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის სამართლებრივ შესაბამისობაზე ზრუნვა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი განხილვა;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციისა და პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
  • დავების, პრეტენზიებისა და სამართლებრივი საკითხების წინასასამართლო ეტაპზე მართვა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • მარეგულირებელ და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა და კომპანიის ინტერესების წარმოდგენა შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  • შიდა პოლიტიკების, პროცედურების, რეგულაციებისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, უმაღლესი განათლება კერძო სამართლის მიმართულებით;
  • აუცილებელია, კორპორაციული იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ხელშეკრულებებზე, მათ შორის კომპლექსურ და სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა;
  • აუცილებელია შიდა პოლიტიკების, პროცედურების, რეგულაციებისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების შემუშავებისა და სამუშაო პროცესში იმპლემენტაციის გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • რისკების ანალიზის და ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე 2026 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნავთობკომპანია ქონექთი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek