8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

KTG5PEXF 17 Eyl tarihinde yayınlandı 26 görüntüleme

ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ეროვნული სკრინინგ ცენტრი

რეგისტრატორი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾862 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

1. რეგისტრატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30:00-17:00; შაბათი - 10:00-14:00; ანაზღაურება: 862 ლარი (I დონე, საშემოსავლოს ჩათვლით) - 1382 ლარი (IV დონე, საშემოსავლოს ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
  • პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად;
  • პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი;
  • დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა.
  • სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
  • პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას;
  • სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek