რეგისტრატორი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
1. რეგისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30:00-17:00; შაბათი - 10:00-14:00; ანაზღაურება: 862 ლარი (I დონე, საშემოსავლოს ჩათვლით) - 1382 ლარი (IV დონე, საშემოსავლოს ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
- პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად;
- პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი;
- დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა.
- სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
- პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას;
- სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
- საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული მეტყველების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.