8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

KXAKB34A 3 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები

საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები

სადგურის მორიგე ოპერატორი

Marneuli Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები" აცხადებს ვაკანსიას გრძელვადიან პოზიციაზე — სადგურის მორიგე ოპერატორის თანამდებობაზე.

შერჩეული კანდიდატის სამუშაოს დაწყება იგეგმება 2026 წლის ოქტომბრიდან.

სამუშაო ადგილი: მარნეულის რ-ნი, სოფ. კიროვკა (დებედაჰესი)

სამუშაო გარემო:

პოზიცია გულისხმობს მუშაობას ცვლითი გრაფიკით. სამუშაო პერიოდის განმავლობაში კანდიდატი იმყოფება ადგილზე და ასრულებს მორიგეობას წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მათ შორის ღამის ცვლებსაც.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰესის შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის, ელექტრონული მოწყობილობების/ქსელის 24 საათიანი ოპერატიულ-დისპეტჩერული და რეჟიმული მართვა;
  • სადგურის და ელექტრონული მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია;
  • 24 საათიანი მორიგეობის დროს ოპერატიული აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხვის მონაცემების და სხვა ჩანაწერების წარმოება;
  • ელექტროსისტემის ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან ოპერატიული მოლაპარაკებების წარმოება;
  • შეთანხმებული განკარგულებების/მითითებების შესრულება;
  • ოპერატიული გადართვების შესრულება;
  • შესრულებული გადართვების მონიტორინგი;
  • ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრების მონიტორინგი;
  • ელექსტროსადგურში არსებული აგრეგატების მუდმივი მონიტორინგი;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • ავარიული სიტუაციების მართვა და ლიკვიდაცია;
  • მართვაში არსებული ელექტრომოწყობილობების საიმედო ექსპლუატაცია;
  • რეზერვში მყოფი დანადგარების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა მუშაობაში გასაშვებად;
  • დეფექტების დროული გამოვლენა და სათანადო ჟურნალში რეგისტრაცია;
  • სადგურის ყოველდღიური ოპერატიული სქემის და ჟურნალის წარმოება;
  • განაცხადების დროული შედგენა და გადაცემა სადგურიდან დანადგარების გამორთვა-შეკეთებაზე;
  • დისპეტჩერის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, ხელმძღვანელთან შეთანხმების მიხედვით;
  • ნებისმიერი სახის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: ტრანსპორტირებას მარნეულიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek