9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

KXNB3E1W 9 Eyl tarihinde yayınlandı 62 görüntüleme

İşveren

İşveren

ოფისის ადმინისტრატორი/მიმღები

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

ახლად გახსნილი, თანამედროვე კოვორკინგ (Co-working) სივრცე ვაშლიჯვარში ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის ადმინისტრატორს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი, მ. მაჭავარიანის ქუჩა სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება) სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

  • სივრცეში მოსული სტუმრებისა და წევრების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და გზამკვლევობა;
  • შემოსავალ/გასავალი ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება და კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა;
  • სივრცეში წესრიგისა და კომფორტული გარემოს კონტროლი;
  • საოფისე მარაგების მონიტორინგი და შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა (MS Office, ინტერნეტი);
  • რომელიმე უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ელემენტარულ, სასაუბრო დონეზე ფლობა (სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას (საწყისი 1500 ლარი ხელზე);
  • კომფორტულ, თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

მნიშვნელოვანი პირობა: განაცხადების განსახილველად აუცილებელია რეზიუმეს (CV) თან ახლდეს ფოტოსურათი.

სათაურის ველში (Subject Line) აუცილებლად მიუთითეთ: Office administrator, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek