გაყიდვების პრისელერ-ოპერატორი
შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრისელერ-ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ზღვის უბანი, ავქსენტ ისააკიანის ქუჩა #1 განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 09:00- 18:00
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- კომპანიის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
- პროდუქციის შეთავაზება, ახალი ასორტიმენტის გაცნობა და დამატებითი გაყიდვების განხორციელება;
- მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
- მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
- გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
- სასურველია სატელეფონო გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან მომხმარებელთა მომსახურების ** სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის გამართული ცოდნა
- სასურველია გაყიდვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დარწმუნების და გაყიდვების ტექნიკების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს - "გაყიდვების პრისელერ-ოპერატორი"
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვიჯიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
ჩვენ გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.