Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

M6ARBCVX 2 Kas tarihinde yayınlandı 15 görüntüleme

მანუალ QA სტაჟიორი - QA Bridge

GenofIT Dış ilan
Uzaktan Staj Diğer
Görüşülür 30 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

GenofIT აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Manual QA სტაჟიორი (დისტანციური) – QA Bridge

QA Bridge არის GenofIT-ის ორთვიანი ონლაინ სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დამწყები ტესტერები სტარტაპების რეალურ პროდუქტებს ტესტავენ GenofIT-ის ტესტ-მენეჯერისა და ლიდების ხელმძღვანელობით. პროგრამა შეიქმნა მათთვის, ვინც Manual Testing-ის კურსი უკვე გაიარა, მაგრამ რეალურ პროდუქტზე გუნდთან ერთად ჯერ არ უმუშავია. პროგრამის პირობები: დატვირთვა: აქტიური ტესტირების ეტაპზე: კვირაში 5 დღე, დღეში 4 საათი (კვირაში 20 საათი); ანაზღაურება: სტაჟირება არ ითვალისწინებს ანაზღაურებასა და დასაქმების გარანტიას; ადგილების რაოდენობა: 50; პროგრამის დაწყების თარიღი: 2027 წლის იანვარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დასრულებული Manual QA / Software Testing-ის კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი;
  • მანუალური ტესტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პროფესიული უკუკავშირის მიღებისა და პრაქტიკაში გამოყენების მზაობა;
  • პროგრამისთვის საჭირო დროის გამოყოფის შესაძლებლობა;
  • კომპიუტერი ან ლეპტოპი, სმარტფონი და სტაბილური ინტერნეტი;
  • ქართულ ენაზე კომუნიკაციის უნარი. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პროდუქტის ფუნქციებისა და მომხმარებლის ძირითადი გზების (User Journeys) შესწავლა;
  • მანუალური ფუნქციური და კვლევითი (Exploratory) ტესტირების ჩატარება წინასწარ განსაზღვრული მოცულობით;
  • აღმოჩენილი ხარვეზების დეტალური გამოკვლევა;
  • მაღალი ხარისხის ბაგ-რეპორტების მომზადება;
  • GenofIT-ის ტესტ-მენეჯერისა და ლიდების უკუკავშირის გათვალისწინება და ნამუშევრის გაუმჯობესება;
  • გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა და სამუშაოს მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის დროულად და პროფესიონალურად გაზიარება.

წინა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მხოლოდ სასწავლო პრაქტიკის მქონე კანდიდატებს, ისე მათ, ვისაც დამოუკიდებლად ან რეალურ პროექტზე უმუშავია.

რას იღებს მონაწილე

  • სტარტაპების რეალურ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • GenofIT-ის ტესტ-მენეჯერისა და ლიდების პროფესიულ მხარდაჭერას;
  • ტესტირების, ბაგ-რეპორტების მომზადებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • ინდივიდუალურ უკუკავშირს ნამუშევრისა და განვითარების მიმართულებების შესახებ;
  • შედეგებზე დაფუძნებული სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას;
  • ნამუშევრის პორტფოლიოში გამოყენების შესაძლებლობას სტარტაპის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

სერტიფიკატი გაიცემა შედეგების საფუძველზე. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება დასწრება, ვადების დაცვა, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, რეპორტების ხარისხი, უკუკავშირის გამოყენება, გუნდური მუშაობა და პროფესიული დამოკიდებულება.

პროდუქტებზე მუშაობას წინ უძღვის ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკულ ტრენინგს, შეხვედრას LinkedIn-ზე პროფესიული გამოცდილების წარმოჩენის შესახებ და ჯგუფის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს.

შერჩევის ეტაპები

  • სააპლიკაციო ფორმის შევსება;
  • თეორიული და პრაქტიკული QA დავალების შესრულება;
  • გასაუბრება.

როგორ შემოიტანოთ განაცხადი: შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 2026 წლის 30 ნოემბრამდე: https://forms.gle/RNmeamxE1Pndi4aa8 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

GenofIT-ის შესახებ: GenofIT აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფას, ტექნოლოგიურ განათლებასა და სტარტაპების მხარდაჭერას.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz