გაყიდვების სპეციალისტი
"A/C Accounting Company - ეი სი ბუღალტრული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული ენის ცოდნა;
- გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მომსახურების შეთავაზება სატელეფონო არხის საშუალებით;
- მოლაპარაკებების წარმოება;
- კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
- გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: ბონუსი. (გამოსაცდელი ვადის 6 თვის შემდეგ ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი) სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი. (ადგილზე მოსვლით კვირაში 2 დღე)
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.