8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

M9M01GHZ 16 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

გიგლსი

გიგლსი

გაყიდვების კონსულტანტი

გიგლსი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾700 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

"გიგლსი" არის ვილბურ ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია;

ვილბურ ჰოლდინგის მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ვაცხადებთ გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას, ლოკაციებზე: City Mall Saburtalo, City Mall Gldani, Galleria Tbilisi, Tbilisi Mall.

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00 სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან
  • სათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
  • მომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
  • გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
  • მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება
  • მარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გიგლსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek