ლოუდერის ოპერატორი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ლოუდერის ოპერატორის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge/
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
სამუშაო ადგილი: ანაკლია (ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი) განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- S კატეგორიის მართვის მოწმობა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
- ლოუდერის ოპერირება
- ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
- საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
- გრუნტის სამუშაოების შესრულება
- კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.