9,008 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

MCYVMNSZ 7 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

თეთრი კვადრატი

თეთრი კვადრატი

გრაფიკული დიზაინერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"თეთრი კვადრატი" არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ბაზარზე 6 წელია დამოუკიდებლად ოპერირებს.

კომპანია თვლის, რომ საცხოვრებელი სივრცეების შექმნა მხოლოდ უძრავი ქონების გაყიდვას არ ნიშნავს - ეს არის თითოეული მობინადრისთვის ახალი ეტაპის, ახალი შესაძლებლობებისა და ახალი ცხოვრების დასაწყისი.

2026 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა. განახლებული ბრენდის მთავარი იდეაა New Beginning - ახალი დასაწყისი ცხოვრებისთვის, ინვესტიციისთვის და უკეთესი გამოცდილებისთვის.

პოზიციის მიზანი

გრაფიკული დიზაინერის მთავარი ამოცანაა "თეთრი კვადრატის" ვიზუალური იდენტობის ყოველდღიურ კომუნიკაციაში სწორად, თანმიმდევრულად და კრეატიულად გადმოტანა. დიზაინერმა უნდა შეძლოს როგორც უკვე არსებული ვიზუალური სტილის დაცვა, ისე ახალი იდეებისა და კრეატიული მიმართულებების განვითარება.

ძირითადი სამუშაო მიმართულებები

დიზაინერი იმუშავებს:

  • სოციალური მედიის ვიზუალურ მასალებზე;
  • სარეკლამო კამპანიის შეფუთვაზე
  • Digital Ads-ის ბანერებსა და ვიზუალებზე;
  • გარე რეკლამის (OOH) მასალებზე;
  • ბეჭდურ მასალებზე;
  • პრეზენტაციებსა და კომერციულ მასალებზე;
  • ღონისძიებებისა და მარკეტინგული აქტივობების ვიზუალურ მასალებზე;
  • ვებგვერდისთვის საჭირო გრაფიკულ მასალებზე;
  • პროექტების ფოტო/ვიდეო კონტენტის ვიზუალურ დამუშავებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში, ახალი ვიზუალური კონცეფციების შექმნაზე.

ბრენდის ვიზუალური იდენტობა

დიზაინერმა უნდა იმუშაოს "თეთრი კვადრატის" განახლებულ ბრენდბუქთან და გაითვალისწინოს:

  • ბრენდის ძირითადი ვიზუალური ენა;
  • ფერთა პალიტრა;
  • ტიპოგრაფია;
  • გრაფიკული ელემენტები და პატერნები;
  • ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის სტილი;
  • ბრენდის ტონი და ხასიათი;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში ვიზუალური ერთიანობის შენარჩუნება.

მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი არ იყოს მხოლოდ ტექნიკურად გამართული - ის უნდა გამოხატავდეს ბრენდის ხასიათს და კონკრეტული კომუნიკაციის მიზანს.

რას ველით კანდიდატისგან

აუცილებელია:

  • გრაფიკული დიზაინის სფეროში შესაბამისი გამოცდილება;
  • ძლიერი ვიზუალური აზროვნება;
  • კომპოზიციისა და ფერთა თეორიის კარგი ცოდნა;
  • ტიპოგრაფიის კარგი ცოდნა;
  • ბრენდის ვიზუალური იდენტობის სწორად გამოყენების უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • სწრაფ ტემპში და მოკლე ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • დავალების სწორად გააზრება და იდეის ვიზუალურად ეფექტურად გადმოცემა.

პროგრამები

აუცილებელი:

  • Adobe Photoshop;
  • Adobe Illustrator

სასურველი:

  • Figma;
  • After Effects/სხვა Motion Design პროგრამები
Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თეთრი კვადრატი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek