9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

MN1B2474 1 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

ვენორა მეზონი

ვენორა მეზონი

ბიზნესის ანალიტიკის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

"ვენორა მეზონი" წარმოადგენს პრემიუმ კოსმეტიკისა და თავის მოვლის საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში და რეგიონში. კომპანიის პორტფელში შედის L`OCCITANE EN PROVENCE, ERBORIAN, SOL DE JANEIRO, MELVITA და ELEMIS.

ვეძებთ ბიზნესის ანალიტიკის სპეციალისტს (Power BI / Business Intelligence Analyst), რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ერთიანი ანალიტიკური სისტემისა და Dashboard-ების შექმნაზე, განვითარებასა და მართვაზე. რომელსაც შეუძლია მონაცემების გაანალიზება და მათი მარტივ, გასაგებ და გადაწყვეტილებების მიღებისთვის პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინფორმაციად წარმოდგენა.

სამუშაო პირობები:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვებისა და შესრულების მაჩვენებლების ანალიზი (Sales & Performance Analytics);
  • ბრენდებისა და პროდუქტების შედეგების ანალიზი (Brand & Product Performance);
  • მარაგებისა და სასაწყობე ნაშთების ანალიზი (Stock & Inventory Analysis);
  • გეგმიური და ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარება და ანალიზი (Plan vs. Actual);
  • KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი;
  • პროგნოზირება და ტენდენციების ანალიზი (Forecasting & Trend Analysis);
  • მენეჯმენტისთვის Dashboard-ებისა და ანგარიშგების შექმნა;
  • სხვადასხვა მონაცემთა წყაროს გაერთიანება და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • Power BI-ის, Business Intelligence-ის, მონაცემთა ანალიტიკის ან მენეჯერული ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
  • Power BI-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • DAX-ისა და Power Query-ის კარგი ცოდნა;
  • მონაცემთა მოდელირების (Data Modeling) გამოცდილება;
  • Dashboard-ებისა და მენეჯერული ანგარიშგების შექმნის გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ბიზნესის საჭიროებების გაგების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე და Subject ველში მიუთითეთ: "ბიზნესის ანალიტიკის სპეციალისტი (Power BI)". შერჩევის პროცესის ფარგლებში კანდიდატს მოეთხოვება პროფესიული რეკომენდაციების წარმოდგენა.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვენორა მეზონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek