ღამის ადმინისტრატორი
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“, რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
სამუშაო აღწერილობა: - სტუმრის მიღება-განთავსება სტანდარტების მიხედვით - მიმდინარე დღის ინვოისების გადამოწმება - ღამის აუდიტის წარმოება სასტუმროს მართვის სისტემაში Opera PMS - დილის რეპორტების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან - სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება; - სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ; - შემოსული სატელეფონო ზარებისა და ელ.შეტყობინებების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; - სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება; - სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; - სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; - ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება; - სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში დეპარტამენტის მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
მოთხოვნები: - უცხო ენების ცოდნა - საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პირობები: - გრაფიკი: 2/2; (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) - დრო: 21:00 - 09:00 - ანაზღაურება: 1200 ლარი (NET) + 3 ტიპის საბონუსე სისტემა
ბენეფიტები: - კვება - ჯანმრთელობის დაზღვევა - სამუშაო უნიფორმა - ტრანსპორტირება - პროფესიული განვითარება (ტრენინგები): - საერთაშორისო ოპერაციული სტანდარტების შესწავლა (Aimbridge EMEA სტანდარტებით); - სასტუმროს მართვის სისტემის (Opera PMS) ტრენინგები; - მომსახურების სფეროს სტანდარტების შემსწავლელი ტრენინგები; - კარიერული წინსვლისა და ქსელში განვითარების რეალური შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოდით ლინკზე გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://alliancepalace.selfrecruit.ge/s/u0Th
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.