9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

MSZ956D3 2 Eyl tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

პოლარისი

პოლარისი

უმცროსი ბუღალტერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾1200–1500 / ay 3 Eki tarihine kadar başvurun

ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია Polaris Finance აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

  • კლიენტ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვით
  • ბუღალტრული გატარებების შესრულება
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი
  • ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
  • ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
  • ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
  • კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამხმარე ბუღალტრად/ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება - მსგავს პოზიციებზე ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ანაზღაურება: 1200-1500₾, შეთანხმებისამებრ, კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ადგილმდებარეობა: მ. კოსტავას 14, D Block, თბილისი, საქართველო

ჩვენ შესახებ: https://polarisfinance.ge

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პოლარისი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek