პერსონალური ასისტენტი / HR მენეჯერი (დისტანციურად)
19 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
Mkwork აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პერსონალური ასისტენტი / HR მენეჯერი (დისტანციურად)
მიმდინარე პროექტებისა და მზარდი ბიზნესისთვის ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და მიზანდასახულ პირად ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება ყოველდღიურ მენეჯერულ, საორგანიზაციო და რეკრუტინგის პროცესებში.
ძირითადი მოვალეობები
- კანდიდატების მოძიება, პირველადი გასაუბრებების ორგანიზება და HR ბაზების მართვა;
- საორგანიზაციო საკითხების დროული და ეფექტური მოგვარება, ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
- რეგულარული რეპორტინგის მომზადება და მიმდინარე შედეგების აღრიცხვა;
- საქმიანი კომუნიკაციის წარმოება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური ენის ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მართვისა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე (ასისტენტი / HR / ადმინისტრატორი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი +მზარდი ბონუსები (შედეგების მიხედვით);
- თავისუფალი გრაფიკი;
- განვითარების და წინსვლის პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე.