8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

N0F70DYR 17 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

აბანოთუბანი გრუფი

აბანოთუბანი გრუფი

მასაჟის და სპა მომსახურების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Güzellik / Moda
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს მასაჟის და სპა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 10 საათიანი სამუშაო გრაფიკი. 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ანტიცელულიტური მასაჟი
  • სამედიცინო მასაჟი
  • ანტისტრესული მასაჟი
  • შოკოლადი/სკრაბით მასაჟი
  • სახის მასაჟი
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება/დასუფთავება

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუციელებელია მასაჟის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • პაციენტებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურობა/კოლეგიალობა
  • სასურველია რეკომენდაციები დამსაქმებლისგან

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • ტურისტულად აქტიურ ზონას მასაჟებსა და სპა მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნით,
  • სამედიცინო დაზღვევა,
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურში (Subject) მოუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აბანოთუბანი გრუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek