8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

N1BKAF6D 5 Eyl tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

ქარსფეისი

ქარსფეისი

HR მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾2000 / ay 6 Eki tarihine kadar başvurun

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №19 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00 ანაზღაურება: 2000 ლარიდან — კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

კომპანიის შესახებ:

"Carspace" უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენას აშშ-ის საერთაშორისო აუქციონებიდან, ტრანსპორტირების სრულ მომსახურებასა და საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას.

კომპანია ასევე სთავაზობს მომსახურებას დილერებს, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების იმპორტისა და განაწილების სრულ პროცესს.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურება — იმისთვის, რომ მომხმარებელმა სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად მიიღოს.

გუნდის ზრდასთან ერთად ვეძებთ HR მენეჯერს, რომელიც კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს უხელმძღვანელებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და კანდიდატებთან გასაუბრებების ორგანიზება;
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • სამუშაო დროის აღრიცხვა, შვებულებებისა და ბონუსების ადმინისტრირება;
  • თანამშრომლებთან შიდა კომუნიკაცია და გუნდური ღონისძიებების ორგანიზება;
  • პოზიტიური კორპორაციული კულტურის განვითარებაში მონაწილეობა;
  • ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა და მათი ორგანიზება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • MS Office / Google Workspace-ის თავისუფლად ფლობა;
  • მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორაციულ დაზღვევას, რომელსაც სრულად ფარავს კომპანია;
  • Fitpass-ს;
  • კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • პროფესიონალურ და მზარდ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "HR მენეჯერი".

გელოდებით ჩვენს გუნდში!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქარსფეისი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek