← Tüm iş ilanları

N1ZNJZW4 19 Kas tarihinde yayınlandı 9 görüntüleme

ანაზღ. სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

₾1000 / ay Oturum açın ve başvurun

19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!

აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00 სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე სტაჟირების ანაზღაურება: 1000 ლარი

უმნიშვნელოვანესია

  • აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
  • განსაკუთრებული ყურადღება და ორგანიზებულობა საბუთებთან, ადამიანებთან და კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში;
  • თვითგანვითარებაზე მუშაობის უნარი;
  • ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • Excel-ის საბაზისო ტესტირება;
  • გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთო და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება:

  • HR ადმინისტრირების პროცესში;
  • კომპანიისთვის საჭირო ტალანტების შერჩევის პროცესში;
  • ტრენინგების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში;
  • მრავალფეროვან HR პროცესებში

ჩვენ ასევე გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitapass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • პარკირების შეუფერხებლობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz