9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

N4XRYY5A 31 Ağu tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

ვი-ჯი-ეს ნეთვორქ

ვი-ჯი-ეს ნეთვორქ

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 30 Eyl tarihine kadar başvurun

ვი-ჯი-ეს ნეთვორქ აცხადებს ვაკანსიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: სამტრედია მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი ანაზღაურება:1300ლ (+ბონუსი და ავტომობილის იჯარა)

ძირითადი მოვალეობები - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალაცია; - IP ტელევიზიის ინსტალაცია - დაზიანების დროული და სწორი იდენტიფიკაცია და აღმოფხვა - ოპტიკური ბოჭკოს შედუღება (Fusion Splicing); - ოპტიკური ხაზის სიმძლავრის გაზომვა და დიაგნოსტიკა; - საჭიროების შემთხვევაში wi-fi და ანდროიდ სმარტ ტვ ბოქსების კონფიგურაცია; - შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება; - კომპანიის ტექნიკური სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - Fusion Splicer-თან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - სასურველია FTTH/GPON ქსელის საბაზისო ცოდნა; - ტექნიკური აზროვნება და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაბელურობა და აბონენტებთან სწორად ურთიერთობის უნარი; - ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა; - საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა — აუცილებელია.

საკუთარი ავტომობილის მოთხოვნა - სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსტალატორს უწევს სხვადასხვა მისამართზე გადაადგილება. შესაბამისად, აუცილებელია საკუთარი ავტომობილის არსებობა. - საწვავის/ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ.

ჩვენ გთავაზობთ - ანაზღაურება 1300ლარი (+ ბონუსი და ავტომობილის იჯარა.) - შესრულებული სამუშაოს მიხედვით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას; - სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს; - პროფესიულ განვითარებას და ტექნიკურ სწავლებას; - საჭირო სამუშაო ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას; - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი ტექნიკური გუნდის წევრი!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვი-ჯი-ეს ნეთვორქ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek