8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NEJ1BGG3 14 Eyl tarihinde yayınlandı 102 görüntüleme

RSM Georgia Solutions

RSM Georgia Solutions

სტაჟირება - IT მხარდაჭერის სპეციალისტი

Tiflis Staj Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT დეპარტამენტში, IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნესპროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში. კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნესმოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. 85 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, არასრული განაკვეთი, კვირაში 30 საათი. სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • IT მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციების მართვაში;
  • კომპანიის შიდა IT სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება;
  • ქსელური და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობის კონტროლი;
  • IT აღჭურვილობის მართვა, შეკეთება და ჩანაცვლების პროცესის კოორდინაცია;
  • ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა თანამშრომლებისთვის;
  • დოკუმენტაციის წარმოება IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
  • IT პროექტებში მონაწილეობის მიღება და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი IT, ტექნოლოგიური ან მონათესავე მიმართულებით;
  • Windows და Linux ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
  • გამოცდილება არ არის სავალდებულო.

პიროვნული უნარები:

  • სხარტი და ტექნოლოგიური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • IT მხარდაჭერის, ქსელური ინფრასტრუქტურისა და SAP Business One-ის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას;
  • თანამშრომლებისა და კლიენტების რეალურ ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "IT მხარდაჭერის სპეციალისტი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამისი ვაკანტური პოზიციებისთვის და შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
RSM Georgia Solutions
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek