8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NHZCJXSB 7 Eyl tarihinde yayınlandı 111 görüntüleme

ევექსი

ევექსი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ევექსი Dış ilan
Uzaktan Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: ნახევარი, დისტანციური

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსულ ზარებზე პასუხის დროულად გაცემა;
  • პაციენტების მომსახურების ორგანიზება;
  • მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტის შესახებ;
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე;
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებებზე კლინიკა "ნიუ დენტში";
  • ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/3fb6eb56-1f7a-4797-9ceb-fb3b183edb97

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევექსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek