8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NN5T5F3T 1 Eyl tarihinde yayınlandı 68 görüntüleme

კალათა

კალათა

ადმინისტრატორი - ქუთაისი

კალათა Dış ilan
Kutaisi Staj Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

”კალათა“ წარმოადგენს „დეილი ჯგუფის“ დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. ბრენდის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასებისა და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ხოლო გუნდის წევრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა.ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას. ”კალათაში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას. ჩვენთვის მნიშნველოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები, მხარდაჭერა და კომფორტული სამუშაო გარემო.

“კალათა” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ : - ანაზღაურებას 1000 + ბონუსი; - ანაზღაურებად სტაჟირებას; - მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას; - საქართველოში ყველაზე მსხვილ და ძლიერი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას; - პროფესიული სწავლების, კარიერული ზრდის და განვითარების მუდმივ შესაძლებლობებს;

შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება: - სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების და ფასმაჩვენებლების განთავსების უზრუნველყოფა, სააქციო სივრცეების მართვა; - პროდუქციის მიღებისა და დაბრუნების ოპერაციების შესრულება; - ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო მონაწილეობა; - საჭიროების შემთხვევაში, სალარო ოპერაციების მართვა; - უსაფრთხოების ნორმებისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვა; - ფილიალის საოპერაციო პროცესებში აქტიური ჩართულობა და გეგმების შესრულების მხარდაჭერა; - მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს : https://kalata.selfrecruit.ge/s/WP2t

იმისთვის რომ ჩაერთო შერჩევის პროცესში აუცილებელია გქონდეს საცალო ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება და გქონდეს ლიდერული უნარ-ჩვევები.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კალათა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek