ქოლცენტრის ოპერატორი/რესეფშენი
"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის/რესეფშენის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე) სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N59 ანაზღაურება: 1500 ლარი
მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით;
- მომხმარებლებთან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება;
- მომხმარებლების დახვედრა და კოორდინირება საჭიროებისამებრ;
- მომხმარებლისთვის კომპანიის სერვისების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook)
- სასურველია კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.