მძღოლი კურიერი
olağan düzeyde · olağan 1,664 ₾ · 21 ilan
16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun
დელიკატო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მძღოლი კურიერი
თუ მოგწონთ დინამიკური სამუშაო, პასუხისმგებლობით ეკიდებით ავტომობილის მართვას და გსურთ სტაბილური შემოსავალი — შემოგვიერთდით გუნდში.
გაგვიცანით: www.delicato.ge ჩვენ ვართ კვების კომპანია დელიკატო, რომელიც ახორციელებს მზა კერძების მიწოდებასა და ღონისძიებების მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- გამზადებული შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიტანა მითითებულ მისამართებზე
- ფურშეტებისა და ღონისძიებების დროს ინვენტარისა და მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირება
- ავტომობილის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
- ავტომობილი და საწვავი სრულად კომპანიის უზრუნველყოფით
რას ველოდებით კანდიდატისგან
- B კატეგორიის მართვის მოწმობა მინ 2 წლიანი გამოცდილება
- ავტომობილის თავდაჯერებული და უსაფრთხო მართვა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სისუფთავე და მოწესრიგებულობა
- პუნქტუალურობა და გუნდური დამოკიდებულება
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამსახურს მზარდ კომპანიაში
- ანაზღაურება — 40 ლარი დღეში + ბონუსური სისტემა
- საშუალო თვიური შემოსავალი: დაახლოებით 1 500–1 800 ლარი
- ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ
- უფასო კვება კომპანიისგან
- სამუშაო დღეების არჩევის შესაძლებლობა — კვირაში 5 ან 6 დღე
- მისამართი: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3ბ
- სამუშაო საათები: 09:00–18:00
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. თუ გინდათ სტაბილური სამსახური, მეგობრული გარემო და სამართლიანი ანაზღაურება — ველოდებით თქვენს განაცხადს