ბუღალტერი
საცალო გაყიდვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო პროცესების მართვას.
სამუშაო ფორმატი:
- კვირაში 3 დღე ოფისიდან მუშაობა
- დანარჩენ სამუშაო დღეებში დისტანციური მუშაობა
- ნახევარ განაკვეთზე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო გაყიდვების და შემოსავლების აღრიცხვა;
- კომპანიის ხარჯების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- საბანკო ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა;
- მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების წარმოება;
- თანამშრომლების ხელფასების დათვლა და ჩარიცხვა;
- საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
- დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- იმპორტირებული ტვირთების საბაჟო დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და მოწესრიგება;
- ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
- კომპანიის ფინანსური მოძრაობების პერიოდული შეჯერება;
- ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციისა და მოკლე ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
- ბუღალტრად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- RS.ge-სა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- საბანკო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საცალო ვაჭრობის ან იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის ან Google Sheets-ის პრაქტიკული ცოდნა;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების დროულად მართვის უნარი.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე.
ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ბუღალტერი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.