საწყობის თანამშრომელი
კომპანია "KiwiPost" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მოვალეობები: ტვირთის ოფისში სორტირება საწყობის გუნდის სხვა წევრებთან ერთად
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები:
- შრომისუნარიანობა;
- ორგანიზებულობა;
- საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.
სამუშაო განაკვეთი, ცვლებში:
ორშაბათი, პარასკევი - 09:00 სთ-დან 15:30 სთ-მდე; 14:30 სთ-დან 21:00 სთ-მდე შაბათი - 10:00 სთ-დან 14:30 სთ-მდე; 13:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე
ლოკაცია: ისანი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა)
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.