მენეჯერის ასისტენტი
"City Management Group" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00- 18:00 შაბათი 10:000-14:00 ანაზღაურება: 1500 net
ვაკანსიის შესახებ:
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსისთვის ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში დახმარება;
- მიმდინარე საკითხების კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
- თანამშრომლებთან, ბინადრებთან და მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია;
- სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
- მენეჯერის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.