8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PYQHWTNN 1 Eyl tarihinde yayınlandı 56 görüntüleme

ავერსი-ფარმა

ავერსი-ფარმა

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ინჟინერი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 30 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემების ინჟინრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემებისა და დანადგარების გამართული მუშაობის მონიტორინგი;
  • გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებთან დაკავშირებული პროექტების განხილვასა და მონტაჟის პროცესის ზედამხედველობაში მონაწილეობა;
  • გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა, მათ შორის მაცივარაგენტის (ფრეონის) გაჟონვის ადგილების გამოვლენა და დაზიანების აღმოფხვრა;
  • სისტემების გეგმური ტექნიკური დათვალიერებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება;
  • ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება და საჭირო ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • HVAC სისტემების მოწყობის, მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკური მომსახურების ცოდნა;
  • HVAC სისტემების ინჟინრის კვალიფიკაცია;
  • სასურველია AutoCAD-ის პროგრამაში მუშაობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • რეგიონებში მივლინების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში ეფექტიანად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29.09.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/SOZ5wtRzPf

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ავერსი-ფარმა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek