მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
ვინ ვართ ჩვენ ? All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.
All Service Group აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ N116/მარშალ გელოვანის N52 ქ.ბათუმი, 26 მაისის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად. სამუშაო საათები: 10:00-19:00, 1 საათი შესვენება
თანამშრომლობის პირობები:
- გამოსაცდელი ვადით (6თვე) შრომითი ხელშეკრულება
- გამოსაცდელი პერიოდიდან პირველი თვე სწავლება- ანაზღაურება 800 ლარი
- მომდევნო თვიდან 1 წლის ვადამდე ანაზღაურება 1200 ლარი
- 1 წლის შემდეგ 1400 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისში/სატელეფონო ზარების საშუალებით მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა;
- პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება;
- მომხმარებელთა მონაცემების განახლება/კორექტირება და ბაზაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ ან/და მონათესავე სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
- ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური ენის მარტივი კომუნიკაციის დონეზე ფლობა
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Ecxell/Word)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, სასურველი ქალაქი და პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.