8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Q8K3E0VN 31 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

სადაზღვევო კომპანია უნისონი

სადაზღვევო კომპანია უნისონი

გაყიდვების მენეჯერი

Batum Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1200–1700 / ay 29 Eyl tarihine kadar başvurun

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით „უნისონის“ გუნდს.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30 სამუშაო ადგილი: ბათუმი ფიქსირებული ანაზღაურება + საკომისიო + კვარტალური ბონუსი

ძირითადი პასუხისმგებლობები: - პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება; - კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება; - გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; - სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით; - მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა; - კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ; - სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა; - გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება; - ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; - თანამშრომლობა მარკეტინგისა და დაზღვევის ტექნიკური გუნდებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულებით) - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო/ფინანსურ სექტორში) - კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება - ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები - გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი მოთხოვნები: - დეტალებზე ორიენტირებულობა - ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დროის ეფექტურად მართვის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი ბათუმში დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. „უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სადაზღვევო კომპანია უნისონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek