8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QC3Y8R2N 18 Eyl tarihinde yayınlandı 26 görüntüleme

ბი მობაილი

ბი მობაილი

მოლარე/კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 19 Eki tarihine kadar başvurun

"ბი მობაილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე.

"ბი მობაილ" არის სმარტფონის, კომპიუტერის და მანქანის აქსესუარების ქსელი. კომპანია ოპერირებს 2017 წლიდან.

ჩვენი ლოკაციები თბილისში:

  • ისთ ფოინთი (ვარკეთილი)
  • ქარვასლა (ნაძალადევი)
  • გლდანი პლაზა, გლდანის სავაჭრო ცენტრი (გლდანი)
  • გორგია (დიდუბე)

სამუშაო აღწერა:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის გაყიდვა და გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა
  • სალარო აპარატთან მუშაობა
  • სტენდზე სისუფთავის შენარჩუნება

მოთხოვნები:

  • უნდა იყოს გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებული
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • გამართული მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, გრაფიკი შეთანხმებით ანაზღაურება: 1000-დან 1200 ლ-მდე

ადგილზე შეგასწავლით საქმეს და დაგეხმარებით გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბი მობაილი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek