ტესტერი
13 Kas tarihinde yayınlandı (11 gün kaldı) 24 Kas tarihine kadar başvurun
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას
1. პოზიციის დასახელება: ტესტერი
2. სამუშაოს მიზანი:
- სამსახურის მიმდინარე/მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.
- სსე-ს ფარგლებში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ტესტირების პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების გზით. სისტემის გაუმართაობის და შეცდომების პრევენცია და კონტროლი მისი რეალურ გარემოში დანერგვამდე.
3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- მონაწილეობს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სტრატეგიისა და გეგმის შედგენაში.
- ამზადებს ტესტირების სცენარებს, ტესტ-ქეისებსა და ტესტ-დოკუმენტაციას.
- ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით ამოწმებს პროდუქტის ფუნქციონალს.
- აფიქსირებს პროგრამულ ხარვეზებს და მუშაობს პროექტის ჯგუფთან მათი დეტალური ანალიზისა და გამოსწორების პროცესში.
- უზრუნველყოფს ტესტირების პროცესის სიზუსტესა და შედეგების სრულყოფილ დოკუმენტაციას, რათა პროგრამა იყოს მზად და გამართულად მუშაობდეს მისი რეალურ რეჟიმში გაშვებამდე.
- ტესტირების შედეგების მიხედვით ამზადებს ანგარიშებს და წარადგენს დოკუმენტაციას შესაბამისი პროექტის ჯგუფისთვის.
- მონაწილეობს ავტომატიზებული ტესტების დანერგვასა და შექმნაში (სასურველია).
4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ძირითადი ტესტირების მეთოდების ცოდნა (მაგ. ფუნქციური ტესტირება, რეგრესიული ტესტირება, ინტეგრაციისა და საბოლოო მომხმარებლის ტესტირება).
- უნარი, სწორად მოამზადოს ტესტ-დოკუმენტაცია (ტესტ ქეისები, ხარვეზების ანგარიშები, ტესტირების გეგმები).
- გამოცდილება ისეთი სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენებაში, როგორიცაა Jira, Confluence ან მსგავსი ტესტირების მართვის სისტემები.
- სასურველია ავტომატიზებული ტესტირების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Selenium, Postman, SoapUI და სხვა).
- ინგლისური ენის ცოდნა.
5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.
შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.
სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე.