8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QFDQM0A7 12 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

ვაით სეილსი

ვაით სეილსი

ადმინისტრატორი

Batum Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

White Sails Residential Hotel ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

White Sails Residential Hotel მდებარეობს ბათუმის ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში. თანამედროვე საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს როგორც მშვიდ ზღვისპირა ატმოსფეროს, ასევე მარტივ წვდომას ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან.

სასტუმრო აერთიანებს სრულად აღჭურვილი აპარტამენტების მრავალფეროვნებას, ღია აუზს, სპა და ფიტნეს სივრცეებს, საბავშვო მოედნებს, გამწვანებულ ეზოს, რესტორნებს, ბარებსა და დასვენებისთვის შექმნილ თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

ჩვენ ვქმნით მეგობრულ, ენერგიულ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, გაიუმჯობესოს პროფესიული უნარები და შექმნას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენი სტუმრებისთვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი White Sails Residential Hotel-ის წარმატების ნაწილი!

ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების თბილი დახვედრა, მიღება და რეგისტრაცია, და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა; - სტუმრების მოთხოვნებისა და საჭიროებების სწრაფი და ეფექტური მართვა; - სასტუმროს სერვისების შესახებ სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება; - სასტუმროს სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში; - სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის სტანდარტების შესაბამისად მართვა; - ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვაში მონაწილეობა; - ყოველდღიური რეპორტების მომზადება; - სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა საუკეთესო სტუმრის გამოცდილების შესაქმნელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; - სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - კომპიუტერულ უნარებს;

ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს; - დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოდით ლინკზე და გაგვიზარეთ CV/რეზიუმე: https://whitesails.selfrecruit.ge/s/FU4kb

წარმატებებს გისურვებთ!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვაით სეილსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek