9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QFJ7FRH5 16 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

მიმინო კავკასიაში

მიმინო კავკასიაში

მონაცემთა ბაზების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს მონაცემთა ბაზების სპეციალისტის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისტემებში ინფორმაციის შეყვანა და განახლება;
  • ფასებისა და ჯავშნების მონაცემების გადამოწმება;
  • ჯავშნების ელექტრონულ სისტემებში ხელმისაწვდომობის შემოწმება;
  • ელფოსტების შემოწმება და ინფორმაციის სისტემაში ასახვა;
  • სამუშაო ფაილებისა და მონაცემების განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება
  • MS Excel-ის საბაზისო ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება - 1000 ლარი + საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი, 2026წ.

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობას გიხდით "მიმინო კავკასიაში" არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მიმინო კავკასიაში
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek