მედდა
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საექთნო დოკუმენტწარმოება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
- მისაღებია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მე-7 სემესტრიდან;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- ორგანიზებული;
- ენერგიული
სამუშაო საათები: ცვლებით სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.