8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QHNNN405 18 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ლექსუს თბილისი

ლექსუს თბილისი

საავტომობილო სერვისის ზედამხედველი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 19 Eki tarihine kadar başvurun

"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.

"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის ზედამხედველის - Foreman-ის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00; სამუშაო ადგილმდებარეობა: დ. აღმაშენებლის ხეივანი 160, დიდი დიღომი.

პოზიციის მიზანი:

საავტომობილო სერვისში შემოსული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პროცესის ეფექტური დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ლექსუსის მომსახურების სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის ახალი ავტომობილების მიღება სერვისში, ვიზუალური დათვალიერება, ტექნიკური მდგომარეობის პირველადი შემოწმება და არსებული დაზიანებების აღრიცხვა;
  • ავტომობილების მიღებისა და მომსახურების პროცესში ლექსუსის მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სერვისში შემოსული ავტომობილებისთვის ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების პროცესის განსაზღვრა, დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ეფექტური ორგანიზება;
  • ტექნიკოსებს შორის სამუშაოების განაწილება, შესრულების პროცესის კოორდინაცია და სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი;
  • ტექნიკოსების მიერ სამუშაო უსაფრთხოების წესების, უნიფორმის ტარების, ჰიგიენური ნორმების, სამუშაო ადგილის წესრიგისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი;
  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო ხელსაწყოების და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის აგებულების და სერვისის პროცესების ცოდნა;
  • ტექნიკოსების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლექსუს თბილისი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek