სამედიცინო წარმომადგენელი
20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun
შპს "ეს კა იმპექსი" www.skimpex.ge დაარსდა 1997 წელს, როგორც საბითუმო ბაზა. ეს არის ფარმაცევტული კომპანია საბითუმო და საცალო მიმართულებით. ამჟამად კომპანია არის 30-ზე მეტი ევროპული მწარმოებლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- განვითარებისა და ადაპტირების უნარი.
საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ხელფასი და ბონუსური სისტემა;
სოციალური პაკეტი - ჯანმრთელობის დაზღვევა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება) და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკეთ ან.