8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QVPP0GRD 3 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

მეტყველების თერაპევტი

Tiflis Staj Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბავშვთან და ოჯახთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ბავშვის საკომუნიკაციო, ენობრივი და მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობა;
  • ინდივიდუალური მუშაობა ბავშვებთან მეტყველების გაუმჯობესების მიზნით;
  • წლიური გეგმის შესაბამისად მეტყველების თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • კლიენტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კორექტირება;
  • კლიენტებისა და მათი ოჯახების განათლება, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობა;
  • დოკუმენტაციის წარმოება და კლიენტის პროგრესის დეტალური ჩანაწერების შენახვა;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • მეტყველების თერაპიის სეანსებისთვის საჭირო სამუშაო მასალების შეძენა-დამზადება.

სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული (სასურველია) ან მეტყველების თერაპიის შესაბამისი კურსის გავლის სერტიფიკატი;
  • შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.

უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტის მისამართზე. "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება - "მეტყველების თერაპევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek