8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QWQ71VYJ 16 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

KiwiPost

KiwiPost

ცხელი ხაზის ოპერატორი

KiwiPost Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

"KiwiPost" 8 წელია, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლიოს 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და თავაზიან ცხელი ხაზის ოპერატორს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევაზე.

კომპანიაში თქვენი როლი იქნება:

  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია; პრობლემის იდენტიფიცირება და კვალიფიციური პასუხის გაცემა; კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა
  • მომხმარებელთა მომსახურება ონლაინ-ჩატის მეშვეობით.
  • მომსახურების გაწევისათვის აუცილებლად საჭირო შიდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
  • მომხმარებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება (კომპანიაზე, სერვისებზე, სამუშაო საათებზე და სხვა
  • პრობლემური სიტუაციების მართვა და სხვა პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება

როგორც ცხელი ხაზის ოპერატორს, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ:

  • გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფეროში
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი ქართულ და რუსულ ენებზე
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • გუნდურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გპირდებით:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
KiwiPost
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek