8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QXKM6NVA 4 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

ოტო მოტორსი

ოტო მოტორსი

მოლარე-კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 5 Eki tarihine kadar başvurun

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი #213 ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე.

სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს

მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება;
  • პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
  • დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი;
  • პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
  • სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და სიზუსტე;
  • სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 4 ოქტომბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ოტო მოტორსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek