9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QXT0536G 12 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

გურული ნენა

გურული ნენა

საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

შპს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“-ის , შვილობილი კომპანია შპს „გურული ნენა“ აცხადებს ვაკანსიას ,,ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე“ .

მდებარეობა: ჩოხატაური; სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, ფიქსირებული;

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება საწარმოს სრული ოპერაციული მართვის, ეფექტურობის ზრდისა და სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები: - საწარმოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი; - სეზონების მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის მოძიება და ფასების დაზუსტება; - წარმოების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ოპტიმიზაცია; - თანამშრომელთა მართვა, განვითარება და შეფასება; - წარმოების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; - ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი; - უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მონიტორინგი; - ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა; - მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა უშუალო ხელმძღვანელი დავალებით ან/და ჩართულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში); - მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების ან ოპერაციების მართვაში; - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები; - ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; - MS Office-ის და Outlook – ის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - შედეგზე ორიენტირებულობა; - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები: - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,,ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გურული ნენა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek