თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - პარასკევი : 09:30 - 18:30
- შაბათი: ცვლადი (თვეში 2 შაბათი: 10:00 - 14:00)
- ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო აღწერილობა:
- რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა
- თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაო აღწერილობის შექმნა/ განახლება.
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) პროცესის მართვა.
- გასვლითი ინტერვიუების (Exit Interview) ჩატარება და გადინების მიზეზების ანალიზი.
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეპორტების წარმოება.
- ორგანიზაციული კვლევების ჩატარება/პროცესში ჩართულობა
- Self.hr პროგრამაში მუშაობა
- HR პროცესების გაუმჯობესებასა და კომპანიის შიდა ორგანიზაციული პროცესების განვითარებაში მონაწილეობა;
- დაკავებული პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში დამსაქმებლისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული ყველა სხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რეკრუტინგის / HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კანდიდატების მოძიების სხვადასხვა არხების ცოდნა (LinkedIn, სოციალური ქსელები, სპეციალიზებული პორტალები);
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 სექტემბერი
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.