8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

R1XK0ETQ 3 Eyl tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

ევექსი

ევექსი

კლინიკის მენეჯერი

ევექსი Dış ilan
Kutaisi Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, პ.იაშვილის ქუჩა № 9; № 11 სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
  • ამბულატორიული კლინიკის შემოსავლების მოზიდვა და შენარჩუნება ბიუჯეტის შესაბამისად;
  • ამბულატორიული კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა;
  • პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
  • დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
  • ახალი სერვისების/მიმართულებების/პროექტების საჭიროების კვლევა, ბიზნეს ქეისის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
  • კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა/მონიტორინგი, დაკორექტირების თავიდან არიდების მიზნით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტების წარმოება და სათავო ოფისისთვის მიწოდება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სავალდებულოა ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
  • ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/r0APl

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევექსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek