8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

R6VGBVHG 9 Eyl tarihinde yayınlandı 70 görüntüleme

ბერმელი

ბერმელი

PR და მარკეტინგის მენეჯერი

Batum Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
₾3750 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, TikTok Ads, Google Ads);
  • ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გაყიდვების ანალიზი;
  • გაყიდვების Funnel-ის მონიტორინგი (რეკლამა → ზარი → ვიზიტი → გაყიდვა);
  • კონტენტ კალენდრისა და გაყიდვებზე ორიენტირებული იდეების დაგეგმვა;
  • კამპანიების შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი;
  • აუდიტორიების შექმნა, Remarketing და A/B ტესტირება;
  • ახალი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების ინიცირება;
  • კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულების ცოდნა;
  • მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • ბაზრის კვლევის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების უნარი;
  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი) ცოდნა;
  • ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების კომპეტენცია;
  • რეალიზაციის პროცესის დაგეგმვისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება: 3750 ლარიდან კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე: http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი https://bermeli.selfrecruit.ge/s/7wmh

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბერმელი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek