9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

R8B4QNZA 11 Eyl tarihinde yayınlandı 28 görüntüleme

არგვეთია ერთი

არგვეთია ერთი

მოძრავი მერჩენდაიზერი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1100 / ay 12 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "არგვეთია ერთი", რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით, დაფუძნდა 2019 წელს.

"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში სრული 5 დღე (დასვენების დღეები შერჩევით) სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე/ 1100 ლარი + ბონუსი (100 - 1000 ლარამდე) განიხილება: სამედიცინო დაზღვევა

კომპანია გთავაზობთ განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სხვადასხვა ფილიალებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
  • პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალური პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  • მარაგების (ინვენტარის) კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დამატებითი შეკვეთების ინიციირება;
  • გაყიდვების პროცესში მხარდაჭერა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "მერჩენდაიზერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 30 სექტემბერი 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
არგვეთია ერთი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek