8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RA6J2S0N 10 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

Batum Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს უმცროსი ექიმის ვაკანსიას.

განცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი - 09 ოქტომბერი სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/პუშკინის 164

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება - დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პაციენტზე ორიენტირებულობა;
  • კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
  • თავაზიანობა;
  • მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
  • კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
  • სუბორდინაცია;
  • გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
  • სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობისა და სიტუაციის დარეგულირება;
  • თვითგანვითარება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ექიმის ხელმძღვანელობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობა;
  • პაციენტის ჩივილების, ანამნეზისა და ობიექტური მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა;
  • პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შეფასება და მონიტორინგი;
  • პაციენტის მდგომარეობის ცვლილების შესახებ პასუხისმგებელი ექიმის დროული ინფორმირება;
  • ექიმის მითითებების შესაბამისად სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებისათვის პაციენტის მომზადება და კვლევის შედეგების ექიმისთვის დროული მიწოდება;
  • ექიმის მიერ განსაზღვრული მკურნალობის პროცესის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • პაციენტის მდგომარეობის დინამიკის დაკვირვება და შესაბამისი ინფორმაციის პასუხისმგებელი ექიმისთვის მიწოდება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობა და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პაციენტის გადაყვანისა და რეფერირების პროცესში მონაწილეობა;
  • პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
  • ინფექციების კონტროლისა და სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • განყოფილების ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება;
  • პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მუდმივი გაუმჯობესება;
  • სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და ხელმძღვანელის შესაბამისი მითითებებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე.

სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek