8906 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RA6J2S0N გამოქვეყნდა 10 სექ 6 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

უმცროსი ექიმი

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს უმცროსი ექიმის ვაკანსიას.

განცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი - 09 ოქტომბერი

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/პუშკინის 164

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება - დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პაციენტზე ორიენტირებულობა;

** კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;

** თავაზიანობა;

** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;

** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;

** სუბორდინაცია;

** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;

** სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობისა და სიტუაციის დარეგულირება;

** თვითგანვითარება;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ექიმის ხელმძღვანელობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობა;

** პაციენტის ჩივილების, ანამნეზისა და ობიექტური მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა;

** პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შეფასება და მონიტორინგი;

** პაციენტის მდგომარეობის ცვლილების შესახებ პასუხისმგებელი ექიმის დროული ინფორმირება;

** ექიმის მითითებების შესაბამისად სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებაში მონაწილეობა;

** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

** ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებისათვის პაციენტის მომზადება და კვლევის შედეგების ექიმისთვის დროული მიწოდება;

** ექიმის მიერ განსაზღვრული მკურნალობის პროცესის განხორციელებაში მონაწილეობა;

** პაციენტის მდგომარეობის დინამიკის დაკვირვება და შესაბამისი ინფორმაციის პასუხისმგებელი ექიმისთვის მიწოდება;

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობა და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დადგენილი წესის შესაბამისად;

** პაციენტის გადაყვანისა და რეფერირების პროცესში მონაწილეობა;

** პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;

** ინფექციების კონტროლისა და სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვა;

** განყოფილების ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება;

** პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მუდმივი გაუმჯობესება;

** სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და ხელმძღვანელის შესაბამისი მითითებებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:

სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა